ახალი ქართული ეკლესიის საერთაშორისო მდგომარეობა და მმართველობა

ქრისტიანულ რწმენაში ორი ეკლესია შეიძლება მოვიაზროთ ზეციური, მოზეიმე ეკლესია და ამქვეყნიური, მებრძოლი ეკლესია. ამქვეყნიური ეკლესიის პირველი პატრიარქი და მმართველი თვით უფალი იყო განკაცებული და მის შემდეგ მისი ხელდასხმული მოციქულები განაგებდნენ საეკლესიო საქმეებს, ხოლო მათ შემდეგაც მათ მიერ ხელდასხმულნი იყვნენ ხელდასხმული და ამიტომ ქრისტიანული სამღვდელოება თვით უფლის ხელდასხმულად მიიჩნევა.
ამხელა პატივს ისინი იმ დიდი პასუხისმგებლობის სანაცლოდ იღბენ რასაც ქრისტიანულ ეკლესიაში მსახურება და მისი მართვა ქვია.
მართმადიდებლური ეკლესიები სხვადასხვა სამთავროებში მოციქულთა მიერ იქნა დაარსებული და მათ ყველას ავტოკეფალია გააჩნდათ. ეკლესიის საზღვრები მსოფლიო კრებათა დადგენილებით სახელმწიფოს საზღვრებს უნდა დამთხვეოდა. ამ ავტოკეფალურ ეკლესიების სამღვდელოებაც სხვებისგან დამოუკიდებელი იყო და მხოლოდ ე.წ. ,,დედაქალაქელ” ეპისკოპოსს ემორჩილებოდა, რომელსაც მთავარეპისკოპოსის მაღალი ხარისხი მიენიჭებოდა ხოლმე. თავის მხრივ ამ მთავარეპისკოპოსსაც ავტოკეფალური ეკლესიის ეპისკოპოსთა კრება ირჩევდა და მას საერო ხელისუფლებასთან შეთანხმებით და მეზობელი ეკლესიების მეთაურთა ფორმალური დასტურით აკურთხებდა, ხოლო ამ წესის დარღვევა არ შეიძლებოდა, რადგან იგი მოციქულთა კანონებში და მსოფლიო საეკლესიო კრებების დადგენილებებში იყო ჩაწერილი.
III-IV საუკუნეში კი იმპერატორთა რეფორმების შედეგად დაიწყო მრავალრიცხოვანი პროვიციების ცენტრალიზება და უფრო მსხვილ ერთეულებად, დიოცეზებად ჩამოყალიბება. შედეგად შეერთდა მრავალრიცხოვანი ავტოკეფალიებიც და ჯერ თექვსმეტ კათედრამდე, ხოლო მოგვიანებით ზუთ საპატრიარქოდ ჩამოყალიბდა.
საინტერესოა, რა როლი და სამართლებრივი როლი გააჩნდა საქართველოს ეკლესიას?!...
საქართველო არ იყო არცერთი იმპერიის ნაწილი და აქედან გამომდინარე მის ტერიტორიაზე არსებული ქრისტიანები გაერთიანდებოდნენ ერთიან ქართულ ეკლესიაში, რომლის მეთაურიც უნდა ყოფილიყო მცხეთელი მთავარეპისკოპოსი.
ფაქტები კი სწორედ ამაზე მიუთითებენ. ახლად დაარსებული ეკლესიის ავტოკეფალია მოციქულთა კანონიდან გამომდინარე შეუვალად დადასტურებული ფაქტია. წმ.ნინოს მიერ საქართველოს მოქცევისას საქართველოში უკვე არსებობდნენ ეპისკოპოსები, მოციქულთა მიერ ხელდასხმულნი, თუმცა ისინი სასტიკად იდევნებოდნენ. ამის დასტურია ბიჭვინთელი ეპისკოპოსი სტრატოფილე, რომელიც ნიკეის პირველ საეკლესიო კრებას ესწრებოდა. ეს არა მარტო ადას-ტურებს, რომ საქართველოში იყვნენ ეპისკოპოსები, არამედ მათ უზარმაზარ ავტორიტეტზე მეტყველებს.
მაგრამ წმ.ნინოს თხოვნით მირიანმა სასულიერო პირები ნათლობისთვის მაინც საბერძნეთიდან გამოითხოვა. ეს შეიძლება იმით ავხსნათ, რომ იმ ხანად ეპისკოპოსნი უფრო დასავლეთ საქართველოში იყვნენ, მაგრამ ეს ფაქტი მაინც ოდნავ ბუნდოვანი რჩება, რადგან საბერძნეთიდან მათ ჩამოყვანას მეზობელ სამთავროდან ჯობდა მათი მოწვევა.
ასეა თუ ისე 318-320 წლებში საქართველოში ჩამოდის ეპისკოპოსი იოანე ორი მღვდლით და ერთი დიაკვნითურთ. მათ ჩაატარეს ნათლობა და დაიწყეს ზრუნვა ქართული ეკლესიის ორგანიზებისთვის. იოანე იკურთხა მცხეტის ეპისკოპოსად და სათავაეში ჩაუდგა ქართულ ეკლესიას და იწოდება როგორც პირველი მღვდელმთავარი საქართველოსი. მოგვიანებით მას მთავარეპისკოპოსის ხარისხშიც მოიხსენიებენ რაც შეიძლება იმასაც ნიშნავდეს, რომ შემდგომში სხვა ეპისკოპოსებიც იკურთხნენ.
დასტური იმისა რომ შემდგომ მთავარეპისკოპოსს საქართველოშივე ირჩევდნენ და აკურთხებდნენ არის ქართლის ცხოვრების სიტყვები: ,,მოკუდა იოანეცა და მის წილ დაჯდა მღვდელი, რომელიცა ენება ნინოს მთავარეპისლოპოსად” (ქართლის ცხოვრების ჭელიშური რედაქცია, ძეგლ.I.1964, გვ.81). აქედან გამომდინარეობს, რომ ხელდასხმა ხდებოდა მეფის, საზოგადოებისა და ეპისკოპოსების თანხმობა-მონაწილეობით. შემდგომი მნიშვნელოვანი მთავარეპისკოპოსები იყვნენ იობი, ელია, იონა, გოლონქორ, იოველ, მიქაელ...
დაბეჯითებით ვერ ვითყვი, რომ ისინი ყველა ქართველები იყვნენ და ამას ისტორიული წყაროებიც ადასტურებს. მათი დიდი ნაწილი საქართველოში სხვა ქვეყნიდან ჩამოსული სასულირონი იყვნენ, თუმცა ყველა მათგანის არჩევა და ხელდასხმა საქართველოში მოხდა.
ავტოკეფალური ეკლესიის შერწყმის ხანაში საქართველოს ეკლესიასაც მცირე საფრთხე შეექმნა, რადგან მისი მოსაზღვრე პონტოს დიოცეზის ქრისტიანები მისიონრობით გამოირჩეოდნენ მეზობელ მხარეები, თუმცა ეს მნიშვნელოვან საფრთხეს არ წარმოადგენდა. საქართველოს ეკლესია იყო ავტოკეფალური, თუმცა დასაწყისში დასავლეთის და აღმოსავლეთ საქართველოს ეკლესიები დროებით გაყოფილი იყვნენ სახელმწიფო ტერიტორიების შესაბამისად.