სელჟუკების პერიოდში მიღებული უზარმაზარი ზარალის მიუხედავად საქართველო ნელნელა იბრუნებდა იმ ბრწყინვალებას და ავტორიტეტს, რომელიც სახვადასხვა დროს პერიოდულად გააჩნდა, თუმცა ვერავინ წარმოიდგენდა რომ ეს იქნებოდა ოქროს ხანად წოდებული პერიოდი, ანუ დრო როდესაც ქართველებს ბრძოლა ენატრებოდათ.
დიდი თურქობის დროს როგორც მატიანე გადმოგვცემს სელჯუკები ისე შემოესეოდნენ ხოლმე ქართულ მიწებს როგორცგამანადგურებელმა მწერმა იცის ხოლმე შესევა ყანებზე და მათი განადგურება. ქართლის ცხოვრება კიდევ ერთ ,,ერთიან ქართველთა გლოვად” მოიხსენიებს ამ პერიოდს. პერიოდს, როდესაც ნასოფლარებზე ტურები ყიოდნენ, ხოლო ამ სოფლის მცხოვრებნი კი ტყე-ღრეებში ტურების ადგილზე ემალებოდნენ მომხვდურთ.
1089 წელს მეფე გიორგიმ გააცნობიერა რომ ვერ შეძლებდა ქვეყნის ფეხზე დაყენებას და პარალელურად გართობა-ნადირობას, ამიტომ ტახტზე აიყვანა მისი ძე, 16 წლის დავით Ivაღმაშენებელი. ახლგაზრდა დავითს იმდენად ძლიერი პოლიტიკური და სტრატეგიული ალღო აღმოაჩნდა, რომ ქვეყანამ მის რამდენიმე წლიან მეფობაში უკვე გარკვეულწილად ამოისუნთქა.
მეფემ გადაწყვიტა ეკლესიის საქმეებისთვისაც მიეხედა და ურჩი და მაღალი საზოგადოების ეპისკოპოსთა თვითნებობა აელაგმა, რის საშუალებადაც მეფეს საეკლესიო კრება ესახებოდა და მოიწვია კიდეც 1103-1104 წლებში სრულიად საქართველოს საეკლესიო კრება რუის-ურბნისის სანახებში. ამ კრების გადაწყვეტილებით ჭყონდიდელი ეპისკოპოსი მწიგნობართუხუცესად ანუ პირველ მინისტრად დაინიშნა. ზოგიერთი მაშინაც და ახლაც ამბობდა,რომ მეფემ ამ გზით ეკლესია დაიმორჩილა, მაგრამ აქ პატარა გაუგებრობაა. მეფეს რომ ეს ნდომოდა არ გადააყენებდა ,,ძმათა თავათთა” ანუ მაღალი სასულიერო წოდების თავადური წარმომავლობის ადამიანებს, ანდა რომელიმე ერისთავს აკურთხებდა ეპისკოპოსად, მაგრამ მას ეკლესიის როლის და ავტორიტეტის გაძლეირება სურდა და ამიტომ მან ეპისკოპოსი დანიშნა საერო თანამდებობაზე და არა პირიქით. პირველი ამ თანამდებობაზე მისი აღმზრდელი გიორგი ჭყონდიდელი დაინიშნა. ამ კრების დადგენილებათა დიდი ნაწილი დღესაც მოქმედებს და არ კარგავს მნიშვნელობას საეკლესიო ცხოვრებაში და კანონიკაში.
მსგავსი ასეთი წარმატებული რეფორმების შემდეგ ყველა სფეროში მეფემ შეძლო თურქ-სელჯუკთა უზარმაზარი კოალიციის დამარცხება 1021 წელს დიდგორის მიდამოებში, და ამ ბრძოლას ,,ძლევა საკვირველი” ეწოდა. მეორე წელს, 1022 წლისთვის კი 400 წლიან არაბთა მონობის შემდეგ თბილისი კვლავ თავისუფალი გახდა და საქართველოს დედაქალაქი შეიქმნა.
ქვეყანასთან ერთად რა თქმა უნდა ეკლესიაც განიცდიდა წინსვლას დასაერო ხელისუფლებისგან იგი უკვე იმდენად დამოუკიდებელი იყო, რომ მას ზეგავლენაც კი შეეძლო საერო ხელისუფლებაზე. შემდგომ პოლიტიკურ კრიზისებში ეკლესია ყოველთვის გადამჭყვეტ როლს ასრულებდა. თამარის დროინდელ კათალიკოს მიქაელს, რომელიც უკვე პატრიარქის წოდებასაც ატერებდა დადასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს აერთიანაბდა, ქართლის ცხოვრება და სხვა ისტორიული წყაროები თავგასულად და თვითნებად მოიხსენიებს. თამარმა შეძლო და მას ასეთივე გარემოცვა ჩამოაშორა, მაგრამ მიქაელის გადაყენება ვერ მოხერხდა მის ბუნებრივ სიკვდილამდე, რაც ხაზსუსვამს ეკლესიის სიძლიერეს.
თვითონ მეფეებიც უდიდესი მორწმუნე ადამიანები იყვნენ.მაგალითად, თამარის დროს არცერთი სიკვდილით დასჯა ან სხეულის დამახინჯება არ მომხდარა, გარდა გუზან ტაოელისა, რომელიც თამარის უჩუმრად დასაჯა მისმა მეუღლე დავით-სოსლანმა.
ოქროს ხანის პერიოდი ძალიან მოკლე აღმოჩნდა საქართველოსთვის და გარნისის ბრძოლაში ხვარაზმელებთან მარცხის შემდეგ კვლავ დაიწყო დაღმა სვლა, რაც იმით დამთავრდა რომ გიორგიVII მისმა თავადებმა ივანე ათაბაგმა და ვენმე ბაგრატმა, რომელმაც საკუთარ თავს იმერეთის მეფე ბაგრატ პირველი უწოდა მეფე დაამარცხეს და გიორგი VII, ერთიანი საქართველოს ბოლო მეფე და კახეთის მეფე გიორგი I-ად გადაიქცა. ძალიან ბუნდოვანი და ჩახლართული ამ დროის ეკლესიის ბედი. ბაგრატმა, იმერეთის თვითმარქვია მეფემ დასავლეთის პირველ ეპისკოპოსს კათალიკოსი უწოდა და ამ დროს ამ მხარეში შემთხვევით მოხვედრილ ანტიოქიის პატრიარქს დამტკიცებინა ეს წოდება დიდძალი საფასურის ფასად. აღმოსავლეთ საქართველოსც პატრიარქს მხოლოდ ფორმალურად შერჩა მთლიანი საქართველოს ეკლესიის მმართველის წოდება. მას ფაქტიურად მხოლოდ ქართლი შერჩა, რადგან სამცხე-საათაბაგო მალე ახლად შექმნილ ოსმალთა გავლენით მაჰმადიანი გახდა, ხოლო კახეთის ეკლესიას ალავერდელი ეპისკოპოსი მართავდა.
ამდენად შემცირებული ფუნქციების და უფლებების მიუხედავად საქართველოს პატრიარქი და ეკლესია ყოველთვის ახერხებდა ერის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულებას. მაგალითად მძიმე დროს სამღვდელო დასი ჯვარს გვერძე გადადებდა და ხელჩართულ ბრძოლაში შედიოდა. მაგალითად, ეპისკოპოსი ტბელი აბუსერიძე თავისი დასითურთ, რომელმაც მეფის მოსვლამდე შეაკავა მტერი. მარაბდის ომის წინ ლეგენდად არსებული ფაქტი, რომ ტეიმურაზ I-მა ალავერდელ ეპისკოპოსს მოსთხოვა აბჯრის გახდა, მაგრამ დიდ წინააღმდეგობას გადააწყდა.
ამ მძიმე პერიოდის პატრიარქებში შეიძლება მოვიხსენოთ მოწამე ევდემოზი, როსტომ ხანის მიერ წამებული. ანტონ კათალიკოსი, დომენტი კათალიკოსი და სხვანი. პატარა კახის დიდი მონდომების მიუხედავად 1800 წელს ბოლო მეფის გიორგი XII-ის სიკვდილის შემდეგ რუსეთის იმპერიამ გამოაცხადა საქართველოს ანქესია, რომელიც პრაქტიკულად უკვე განხორციელებული იყო. ამავ დროულად რუსული კოლონიზატორები მიხვდნენ, რომ საქართველოს ანექსია და ასიმილაცია შეუძლებელი იქნებოდა ეკლესიის ანექსიის და მისგან ქართულობის წაშლის გარეშე, რადგან ეროვნული იდეებით ერს სწორედ ეკლესია ანადგურებდა. რუსული მართმადიდებლური ეკლესია ამ დროს სინოდით იმართებოდა და არ გააჩნდათ პატრიარქის ინსტიტუტი, ამიტომ ფაქტიურად ანექსირებული ეკლესიის მეთაური კათალიკოსი ფაქტიურად და ლოგიკურად მთლიანად რუსული ეკლესიის მეთაური გამოდიოდა. ამიტომაც გაიწვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რუსეთსი და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გაუქმდა.