საქართველოს მძიმე პერიოდი დაუდგა მოყოლებული მეფე ვარაზ ბაქარიდან და ვიდრე მეფე ვახტანგ გორგასლამდე. შესაბამისად მძიმე მდგიმარეობაში ჩავარდა საქარტველოს ეკლესიაც. მით უმეტეს უამრავი არასწორი მიმდინარეობისთ ალყაშემორტყმული, რომლებიც ნელნელა შორდებოდნენ ჭეშმარიტ სახარებას და მოციქულთა კანონებს. მაგალითად, სომხეთის ეკლესია ბასილი დიდმა, როგორც პონტოს დიოცეზის ეკლესიის მეთაურმა შეაჩვენა ავტოკეფალიის გამოცხადებისთვის, რადგან მოციქულთა კანონის მიხედვით მათ როგორც პონტოს დიოცეზში შემავალ ქვეყანას ამის უფლება არ ქონდა. თავის მხრივ სომხებიც განუდგნენ ბასილი დიდს და ეს განდგომა მათ სარწმუნოებაშiიც აისახა, რადგან მათზე გავლენას ახდენდა სპარსეთი, რომელიც ყოველგვარი ბერძნულის მტერი იყო და ბერძნული დიოფიზიტობის საპირისპიროდ მონოფიზიტობას უჭერდა მხარს. ასე აღმოჩნდენენ საქართველოს მეზობლები, სომხები და სირიელი ქრისტიანები მოოფიზიტურ მიმდინარეობის მაღიარებელებად. თავის დროზე საქართველოშიც ბატონობდა მონოფიზიტური მიმდინარეობა. ეს მოხდა მაშინ როცა აღმოსავლეთი საქართველო დაიპყრო სპარსეთმა. დასავლეთსი კი უფრო მძიმე სიტუაცია იყო, რადგან ,,ერთმორწმუნე”ბერძნები ქართველების სრულ ასიმილაციას ახდენდნენ და აღარეფერს ქართულს აღარ ტოვებდნენ. მათი ასეთი ქმედების შედეგს ,,ქართლის ცხოვრება” ყოველთა ქართველტა გლოვად მოიხსენიებს.
ქართველთა დიდი წინააღმდეგობის შემდეგ სპარსელებმა ნელნელა დაკარგეს ძალაუფლება საქართველოზე და ქართველებმა კვლავ ჭეშმარიტი დიოფიზიტური რწმენა დაიბრუნეს, თუმცა ე.წ. ,,ირანული ქრისტიანობის” ნარჩენები საქართველოში ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასლამდე არსებობდა. ქართლის ცხოვრებაში მოხსენებული ორი ყველაზე ავტორიტეტული ეპისკოპოსიდან ერთერთი სავარაუდოდ ამ მონოფიზიტური ნარჩენების მეთაური იყო და მის შენარჩუნებას ცდილობდა. თანაც რადგანაც არ მოიხსენიება მთავარეპისკოპოსი, ეს მიუთითებს იმას, რომ საეკლესიო ხელისუფლება ამ ორ ავტრიტეტს შორის იყო განაწილებული.
მათი იწილო-ბიწილო, რომლითაც ალბათ ბერძნული ეკლესია ისარგებლებდა და მათ საქმეში როგორც მაღალი იერარქიის მქონე ჩაერეოდა, მეფეს და თანაც ვახტანგ გორგასლის მსგავსს ნამდვილად არ ესიამოვნებოდა, ამიტომ მას სურდა საკათალიკოსოს დაარსება და დოფიზიტობის საბოლოოდ განმტკიცება. სპარსეთიდან დაბრუნებულ ვახტანგს, რომელმაც მთავარეპისკოპოს მიქაელს დაუჩოქა, მიქაელმა ფეხის ჩარტყმით მას კბილები ჩაუმტვრია, რაც დიდი შეურაწყოფა იყო.მიქაელის ეს ქმედება სწორედ ვახტანგის იმ სურვილით იქნებოდა გამოწვეული, რომ შეექმნა საკათალიკოსო და ქართული ეკლესია სრულიად დამოუკიდებელი გაეხადა. ეს ალბათმიქაელს დამცრობად მიაჩნდა და სულაც არ ეჭაშნიკებოდა მეფის ასეთი სურვილი. ვახტანგმა ამ ფაქტით ისარგებლა და მიქაელი პატივაყრილი გააძევა საქართველოდან დავ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მკაცრად მოსთხოვა საკათალიკოსოს დაარსების უფლება. მათ კი ძლევამოსილ მეფეს უარი ვერ შებედეს და შესრულდა კურთხევა პეტრე I კათალიკოს-მამამთავარისა, როგორც პირველი უმაღლესი იერარქისა და კათალიკოსისა საქართველოს ეკლესიაში.
უდიდესი რეფორმატორის გარდაცვალების შემდეგ კი საქართველოს წინსვლა შეჩერდა და სპარსელ-ბიზანტიელებთaნ გაუთავებელმა ომებმა ყვეყანაზე თავისი მძიმე გავლნა იქონია. მძიმე პერიოდში მოუწიათ კათალიკოსობასამოელს, ბართლომეს, ევნონს და სხვათა, რომლებიც მოღვაწეობდნენ საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიის დაქცევის პერიოდებში.ეს იყო არა მარტო სპარსთა, არამედ არაბთა შემოსევაც, რომელიც ყველაზე მძიმე იყო ქრისტიანობისთვის, რადგან ისინი არა მხოლოდ ტერიტორიებს იპყრობდნენ, არამედ ცეცხლითა და მახვილით ავრცელებდნენახლად ჩამოყალიბებულ რელიგიას, ისლამს.არაბაბის მიერ საქართველო ისე დამცირდა თავის ქრისტიანობასთან ერთად, რომ ქრისტიანობის განსამტკიცებლად უფლის მიერ მოვლენილ იქნა არაბი აბო, ტფილელად წოდებული, რომლის სარწმუნოება და ღვაწლი სამაგალითო და განმამტკიცებელი უნდა გამხდარიყო ქართველებისთვის. სწორედ ამ მიძნით მისცა სამოელ კათალიკოსმა კურთხევა იოანე საბანისძეს აბოს ცხოვრების აღსაწერად, რადგან ყველა ქართველს, მათ შორის მომავალთ გაეგოთ სიტკბო ქრისტიანობისა და მისთვის თავდადება არაქართველთა. აბოს ცხოვრებამ კია არა მარტო ეს მნიშვნელობა შეიძინა, არამედ იგი გახდა საქართველოს ლიტერატურაში პირველი ჰაგიოგრაფია-ჰიმნოგრაფიის მაგალითი.
არაბთა შემოსევისა და შემდგომ პერიოდს უკავშირდება კიდევ ერთი დიდი მოვლენა, მეფობა ფარნავაზიან-ხოსროიანთა სამეფო გვარიდან გადადის ბაგრატიონთა გვარის ოჯახში, რომელნიც თავის მხრივ დიდი დავით მეფსალმუნის და შესაბამისად უფლის გენიალოგიის შემადგენლობაში არიან, ანუ იესო ქრისტეს ენათესავებიან. სწორედ ამ გვარის წარმომადგენელმა აშოტ კურაპალატმა დაიწყო განმათავისუფლებელი ბრძოლა არაბების წინააღმდეგ. ხოლო შემდგომში რამდენიმე ნათესაურმა დაკავშირებამ უფრო განამტკიცა ამ ორი სამეფო გვარის დაახლოება და საბოლოოდ გურგენ კურაპალატისა (რომელიც აშოტის ძეა და სამეფო პატივი მისი მამიდის ლატავრასა და ხოსროიან ჯუანშერის შეუღლებით ერგო)და გურანდუხტ III (რომელიც აფხაზეთის მთავრის, ხოსროიანთა მონათესავის შთამომავალია ბაგრატ III, რომელიც შეიქნა ერთიანი საქართველოს პირველი მეფე და შესაბამისად საქართველოც პირველად ფარნავაზის შემდეგ და უფრო დიდი მაშტაბით გაერთიანდა(საქართველოს მხოლოდ ჰერეთი, ქვემო ქართლი და თბილისი აკლდა). დაიწყო კიდევ ერთი აღმავლობის ხანა, რომელიც შემდგომ თითქმის გაანადგურა თურქ-სელჩუკთა ურდოების შემოჭრამ, რომელმაც უზარმაზარი ზარალი მოუტანა ქვეყანას, მაგრამ საქართველო მანც შევიდა ოქროს ხანაში მეფეთა დავითის და მის შტამომავალთა შორის, ვიდრე თამარამდე.